ე.წ. კაბელების საქმეზე ხვალისთვის ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა კიდევ გადაიდო

ე.წ. კაბელების საქმეზე ხვალისთვის ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა კიდევ გადაიდო. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატის ლევან სამუშიას განცხადებით, დღეს დილით სასამართლოდან დაცვის მხარეს შეატყობინეს, რომ პროცესი ხვალ, 11.00 საათზე გაიმართებოდა, მოგვიანებით კი კვლავ მიიღეს ახალი ინფორმაცია, რომ წინასასამართლო სხდომა 5 ივნისს, 11.00 საათისთვის გადაიდო. მხარეები 5 ივნისის სხდომაზე მოისმენენ მოსამართლის გადაწყვეტილებებს მათ მიერ დაყენებულ შუამდგომლობებთან დაკავშირებით, რომელიც საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები