ბეჟან გუნავა სამართალდამცავებმა დააკავეს

“თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ბეჟან გუნავა სამართალდამცავებმა დააკავეს. საპატრულო პოლიციამ გუნავა მას შემდეგ დააკავა, რაც კომპანია “სითი პარკის” ოფისთან კომპანიის საევაკუაციო ავტომანქანებს ავტოსადგომის ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდა. დაკავებულის თქმით, “სითი პარკის” საქმიანობა უკანონოა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, გუნავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები