საბერძნეთში აპრილის განმავლობაში 12 ათასი უკანონო მიგრანტია დაკავებული
საბერძნეთის პოლიციამ აპრილში 12 ათასი არალეგალური მიგრანტი დააკავა, რომელთა უმეტესობა ქვეყანაში სირიიდან ჩავიდა. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ეს რიცხვი 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შვიდჯერ აღემატება. საბერძნეთში წელს უკანონოდ მოხვედრილი მიგრანტების რაოდენობამ უკვე 40 ათასი ადამიანი შეადგინა. ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება აფრიკიდან ჩასული მიგრანტების ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილების შესახებ. ქვეყნები, რომლებიც ამ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას, სახელმწიფოსგან 50 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.