აშშ-ს სამხედროებმა ციმბირის წყლული შემთხვევით 9 ამერიკულ შტატში და სამხრეთ კორეაში გააგზავნეს

პენტაგონმა აღიარა, რომ ციმბირის წყლულის ცოცხალი სპორები შემთხვევით აშშ-ს 9 შტატში და სამხრეთ კორეაში მდებარე ამერიკის სამხედრო ბაზაზე გააგზავნა. ცნობილი გახდა, რომ ამ საშიში დაავადების სპორები აშშ-ს მერილენდის შტატში მდებარე კომერციულ ლაბორატორიას მიაწოდეს.
მანამდე ის იუტის შტატის ერთ-ერთ პოლიგონზე მიიტანეს, სადაც ქიმური და ბიოლოგიური იარაღისგან დაცვის წვრთნები მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ციმბირის წყლულის ცოცხალი სპორები სამხრეთ კორეაში, აშშ-ს უმსხვილეს ბაზაზე გააგზავნეს. წესების შესაბამისად, ისინი მაშინვე გაანადგურეს. პენტაგონში და დაავადებათა პროფილაქტიკის და კონტროლის ცენტრში განაცხადეს, რომ ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხე არ არსებობს. ამასთანავე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროფილაქტიკის მიზნით, 4 ადამიანი სამედიცინო პრეპარატებს, მათ შორის ანტიბიოტოკებს იღებს. კონკრეტულად რომელ შტატებში იყო გაგზავნილი ციმბირის წყლული, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები