გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, დედამიწის ყოველი მეცხრე მკვიდრი შიმშილობს
გაერო-ს ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით დედამიწის ყოველი მეცხრე მკვიდრი შიმშილობს. ორგანიზაცია 25 წლია მსგავს კვლევას აქვეყნებს.
სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში 795 მილიონი ადამიანი განიცდის შიმშლს, რაც ნიშნავს, რომ პლანეტის მკვიდრი ყოველი მე-9 ადამიანი შიმშილისგან იტანჯება. 2012 წელს ეს მაჩვენებელი 870 მილიონ ადამიანს შეადგენდა.