მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში, ასევე სადახლოზე მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო-გამშვებ პუნქტ “ქუთაისის აეროპორტში”  კატოვიცე–ქუთაისის რეისით მომავალ მგზავრს, სლოვაკეთის მოქალაქე შ.ლ-ს, ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად ფსიქოტროპული მედიკამენტი, 40 აბი დიაზეპამი (DIAZEPAM) აღმოუჩინეს.
კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა საბაჟო – გამშვები პუნქტის “სადახლო-სარკინიგზოს” ტერიტორიაზეც. ამ შემთხვევაში კანონის დარღვევა რუსეთის მოქალაქე გ.ლ-მ სცადა. მას ხელბარგში ფსიქოტროპული ნივთიერების (პრეგაბალინი) შემცველი მედიკამენტი, 28 კაფსულა ლირიკა (LIRICA) აღმოაჩნდა.
კიდევ ერთი ფაქტი სგპ “ვალეს” ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჯ.კ-ს კუთვნილი ავტომანქანის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, საბარგულში მოთავსებულ ფეხსაცმელში, ნარკოტიკული ნივთიერების (ტრამადოლი) შემცველობის მედიკამენტი, 5 აბიფოვერდოლი (POVER DOL) იქნა აღმოჩენილი.
სგპ “ბათუმის აეროპორტში” რეისით სტამბული-ბათუმის მიმართულებით მომავალი მგზავრის, საქართველოს მოქალაქის ს.ა-ს ხელბარგში მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების (codeine phosphate hemihydrate 30მგ; პარაცეტამოლ 500მგ) შემცველი პრეპარატი, 25 აბი სოლფადოლი (Solpadol) აღმოაჩინეს. საქმის მასალები შესაბამისად, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოსა, საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურსა და საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები