ბელგიამ დღეს ქვეყნის საჰაერო სივრცე დახურა

ბელგია იძულებული იყო, ქვეყნის საჰაერო სივრცე ყველა სამოქალაქო თვითმფრინავისთვის დაეხურა. ეს გადაწყვეტილება ბელგიის საავიაციო სამსახურმა ავიალაინერების მოძრაობის კონტროლის სისტემაში მომხდარი ავარიის გამო მიიღო.

Eurocontrol-ის ინფორმაციით, თვითმფრინავების მოძრაობის კონტროლის სისტემის ელექტროენერგიით მომარაგება მწყობრიდან გამოვიდა. ბრიუსელის აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა. ამ შემთხვევის გამო 20 ათასზე მეტი მგზავრი დაზარალდა. მიმდინარეობს ავარიის მიზეზების აღმოფხვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები