დაღესტანში ორი “ბოევიკია” ლიკვიდირებული
დაღესტნის კურახის რაიონში რუსმა სამართალდამცველებმა ორი „ბოევიკი“ გაანადგურეს, – ამის შესახებ სააგანტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
„ღამის 3 საათზე ორმა უცნობმა პირმა კურახის რაიონის ტყის მასივში ცეცხლი გაუხსნა ფედერალური ძალების თანამშრომლებს, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებს აწარმოებდნენ. საპასუხო ცეცხლის შედგად ორივე ბოროტმოქმედი განადგურებულია“, – განუცხადა „ინტერფაქსს“ ოფიციალურმა წყარომ სამართალდამცველ სტრუქტურებში.
ამჟამად შემთხვევის ადგილის დათვალიერება და მოკლულთა ვინაობის დადგენა მიმდინარეობს.