ცოცხალი ყაზახი პენსიონერი გულის შეტევის შემდეგ მორგში გადაიყვანეს
ყაზახეთის პავლოდარის რაიონში მოხუცი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში სამკურნალოდ მივიდა, გულის შეტევის შემდეგ მორგში გადაიყვანეს. მისი შვილის თქმით, პენსიონერს ძლიერი პრეპარატები მისცეს, თუმცა ამის შემდეგ მისი მდგომარეობა გართულდა. საბოლოოდ მოხუც ადამიანს გულის შეტევა დაემართა და ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ის გარდაიცვალა.
„როდესაც ის აზრზე მოვიდა, გარშემო ბევრი გვამი იყო. მორგში ის სანიტარებმა აღმოაჩინეს, რომლებსაც თავიდან ძალიან შეეშინდათ. მოგვიანებით მას ხალათი მიაფარეს და რეანიმაციაში გადაიყვანეს“, – განუცხადა „ინტერფაქსს“ პენსიონერის შვილმა ირინა გრეჩკომ.
ირინა ამბობს, რომ ექიმებმა მას თხოვეს, რომ ეს ისტორია არ გასაჯაროებულიყო, თუმცა მოხუცი ადამიანის ნათესავები მოითხოვენ ექიმის შეცდომის აღიარებას და სანატორიუმში მის უფასო მკურნალობას.