ირლანდიაში ერთსქესიანთა ქორწინების დასაკანონებლად ჩატარებულ რეფერენდუმს ვატიკანში „კაცობრიობის დამარცხება“ უწოდეს
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ ირლანდიაში ერთსქესიანთა ქორწინების დასაკანონებლად ჩატარებულ რეფერენდუმს „კაცობრიობის დამარცხება“ უწოდა. The Irish Times-ის ინფორმაციით, ეს განცხადება კარდინალმა ვატიკანში ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. „ამ შედეგმა მე ძალიან გამანაწყენა. ეს არა მარტო ქრისტიანული პრინციპების, არამედ კაცობრიობის დამარცხებაა. მაგრამ ეკლესიას მოუწევს ამ რეალობის აღიარება“, – განაცხადა პაროლინიმ.