აშშ-სა და მექსიკაში მომხდარ წყალდიდობას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მომხდარ წყალდიდობას 29 ადამიანი ემსხვერპლა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე ათეულობით მოქალაქე დაკარგულად ითვლება.

ნაწილობრივ დაიტბორა და პარალიზებულია ქალაქი ჰიუსტონი. აეროპორტებში გაუქმდა ასეულობით რეისი. ტეხასის გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

წინასწარი მონაცემებით, ზარალი რამდენიმე მილიარდ დოლარს აღწევს.

ჰიუსტონის მერის განცხადებით, ვითარება უკონტროლო გახდა, რისი მიზეზიც ქალაქის ურბანული დაგეგმარების თავისებურებები გახდა. ქალაქში უკვე 4 000-მდე შენობა დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები