მოსკოვი-პეტერბურგის თვითმფრინავის ბორტზე მგზავრმა ვენები გადაიჭრა
სანქტ-პეტერბურგის სამართალდამცველები თვითმფრინავის ბორტზე თვითმკვლელობის ფაქტს იძიებენ. ინციდენტი 25 მაისს მოხდა. დაახლოებით საღამოს 11 საათზე სანქტ-პეტერბურგის აეროპორტში თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ ერთ-ერთი მგზავრი ტუალეტში ჩაიკეტა და ყვირილით: „ასე ცხოვრება აღარ მინდა“ ვენები გადაიჭრა. სატრანსპორტო პოლიციის პრესსამსახურში ეს ინფორმაცია დაადასტურეს. მათი ცნობით, თვითმკვლელობა 62 წლის მამაკაცმა, ეროვნებით აზერბაიჯანელმა სცადა. ეს ბორტგამცილებელმა დაინახა და მან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამაშველო ბრიგადებმა მამაკაცის გადარჩენა შეძლეს და ის ექიმებს გადასცეს.