ლატვიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ხომალდი და წყალქვეშა ნავი შენიშნეს
ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სანაპიროს სიახლოვეს რუსული სამხედრო ხომალდი და წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების პრესსამსახური იტყობინება.
„რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების Kilo-ს ტიპის წყალქვეშა ნავი და GS-66-ის ტიპის გემი ლატვიის ტერიტორიული წყლებიდან 5 მილში იყო შენიშნული“, – ნათქვამია ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაში.
ბალტიის და დიდი ბრიტანეთის ქვეყნებში არაერთხელ განუცხადებიათ, რომ სამხედრო თვითმფრინავების და ხომალდების გამოჩენით ნატოს ქვეყნების საზღვრების სიახლოვეს რუსეთი თავისი ძალის დემონსტრირებას ახდენს და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რეაქციას ამოწმებს.