უკრაინაში უამინდობის გამო 167 დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
უკრაინაში ძლიერი წვიმის და ქარის გამო 167 დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანს“ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განუცხადეს. კერძოდ, დენის გარეშე დარჩნენ ლვოვის, ჟიტომირის, ჩერკასის, ივანოვო-ფრანკოვსკის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასკის და კიროვოგრადის ოლქების დასახლებული პუნქტები. დენის მიწოდების აღდგენისთვის მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. წინა დღეს სინოპტიკოსებმა კიევში შტორმის საფრთხე გამოაცხადეს. საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა მოსახლეობას მოუწოდა, განსაკუთებული აუცილებლობის გარეშე ქუჩაში არ გავიდეს.