ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთისა და სვანეთის რეგიონში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების და გადამუშავების არაერთი ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, მორების საერთო მოცულობამ 40 კუბური მეტრი შეადგინა.
“ვინაიდან აღნიშნული საქმე შეიცავდა სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სამართალდამცავ სტრუქტურებს“,-აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები