სინოდმა ნიკორწმინდის ეპისკოპოსად არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი დაადგინა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ნიკორწმინდის ეპისკოპოსად არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი დაადგინა.
საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სხდომას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობდა.
მღვდელმთავრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ხოლო წმინდა სინოდის სხდომის განჩინება სავარაუდოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი თავდაპირველად თბილისში მოღვაწეობდა, ბოლო სამი წლის განმავლობაში კი მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო. ნიკორწმინდის ყოფილი მიტროპოლიტი ელისე მარტის შუა რიცხვებში გარდაიცვალა და დღემდე ახალი მღვდელმთავარი დადგენილი არ იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები