გარემოს დაცვის სამინისტროში “საქართველო – ქვეყნის გარემოსდაცვითი ანალიზის” პრეზენტაცია გაიმართა

„საქართველო – ქვეყნის გარემოსდაცვითი ანალიზი” – დოკუმენტის პრეზენტაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრა გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ნინო თხილავამ გახსნა.
კვლევა მსოფლიო ბანკის მიერ, გარემოს მდგომარეობის შესაფასებლად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა, რომელშიც ჩართულები იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. დოკუმენტის პრეზენტაციის შემდეგ, მსოფლიო ბანკი სამინისტროს შენიშვნებს მოისმენს, რომელიც საბოლოო ვერსიაში იქნება ასახული.
დოკუმენტის მიზანია, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოსთვის გარემოსდაცვითი განვითარების პრიორიტეტული მიმართუებების განსაზღვრა, სადაც შესფასებულია ორი ძირითადი მიმართულება: 1) ქვეყანაში გარემოსდაცვითი მდგომარეობა და გარემოს დეგრადაციის ეკონომიკური ანალიზი. 2) პრიორიტეტული გარემოსდაცვითი მიმართულებების ინსტიტუციური შესაძლებლობები. შეხვედრას საერთაშორისო ექსპერტები სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები