26 მაისს რუსთაველის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანები იქნებიან მობილიზებულნი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩასატარებელი ღონისძიებების დროს, ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გარკვეულ ქუჩებზე სასწრაფო დახმარების მანქანები განლაგდება. სასწრაფო დახმარების მანქანები, სასტუმრო „რედისონის“, პუშკინის სკვერის და ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიასთან მობილიზებულები იქნებიან. სამედიცინო ბრიგადები, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე აღმოუჩენენ პირველად დახმარებას მოქალაქეებს, ან ღონისძიებაში მონაწილე პირებს.