როგორ იცვლება წლების მიხედვით ქალების შეხედულება მამაკაცებზე

   ამ შეკითხვებს ქალები საკუთარ თავს მთელი ცხოვრების განმავლობაში უსვამენ და არ უკვირდებიან, წლებთან ერთად როგორ იცვლება პასუხები. ჩვენ რვა ერთი და იგივე შეკითხვა რვა სხვადასხვა ასაკის ქალს (10-80 წლამდე) მივეცით, რომ გვენახა, როგორ ტრანფორმირდება მათი შეხედულება მამაკაცებზე, ფულზე და ბედნიერებაზე.

ინნა გონჩარი, 10 წლის – “მამაჩემი საუკეთესოა”

1. იდეალური მამაკაცი მამაჩემია. ის ყოველთვის მჩუქნის საჩუქრებს, დავყავარ სკოლაში და ვუყვარვარ. ასევე ძლიერი, მაღალი და ლამაზია. მას ცისფერი თვალები აქვს. როდესაც გავიზრდები, ვიპოვი ისეთ ბიჭს, რომელიც ჩემს მამას ემსგავსება. მე მომწონს ერთი თანაკლასელი ზუსტად იმიტომ, რომ მას ცისფერი თვალები აქვს.
2. სრული ბედნიერებისთვის საჭიროა მილიონი დოლარი. ეს პატარა ძაღლისთვისაც უნდა იყოს საკმარისი, ამ ფულით მე მიყიდიან ახალ „აიპედს“, ტანსაცმელს, საჭმელს და ფულს მშობლებსაც გავუნაწილებდი.
3. სიყვარულია, როდესაც მოგწონს ბიჭი და გამუდმებით იმაზე ფიქრობ, გესიზმრება კიდეც. მე, მაგალითად, მომწონს ერთი ბიჭი და მას ყველგან დავყვები, სადაც კი ის მიდის. მას ლექსებს და საჩუქრებს ვუძღვნი. დედა ამბობს, რომ სიყვარული მოვიდა.
4. რომ გავიღიმო, საჭიროა მაჩუქონ რამე ტექნიკიდან, რომელიც ამ დრომდე არავის არ უჩუქებია და მეგობრებს კი აქვთ. მაგალითად „სმარტფონი“. თუ რაიმე ცხოველს მაჩუქებენ, მე მას ყოველდღე გავუღიმებ.
5.ჩემი მშობლები ყოველ წუთს კამათობენ იმის გამო, რომელი მათგანი უფრო ჭკვიანია. მამა ამბობს, რომ ის არის ჭკვიანი, ხოლო დედა კი ამბობს რომ ის არის. ამიტომაც ჩემთვის გაურკვეველია, რომელია უფრო ჭკვიანი. იქნებ ბავშვები არიან ყველაზე ჭკვიანები?
6. კუნძულზე, სადაც არ არიან მამაკაცები, თუ იქნებოდნენ მოზარდები, მე შევძლებდი ცხოვრებას, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ თავს დავაღწევდი გარეულ ცხოველებს, თევზების ჭერას, ან პალმაზე ასვლას.
7. ქალს უნდა შეეძლოს, ლამაზი იყოს, გააცინოს შვილები და მოამზადოს კერძები. ამის შემდეგ ის მამაკაცებს მოეწონება. თუ მას არ შეუძლია კერძების მომზადება და ბავშვების გაჩენა, მაშინ ის მარტო იცხოვრებს.
8. 8 მარტს ქალებმა ქუჩაში გაღიმებულებმა ყვავილებით უნდა იარონ, რომ სხვებსაც კარგი გუნება-განწყობა შეუქმნან.

ალიონა ვარაბეი, 20 წლის – “ბედნიერება პეჩენიებია”.

1. ჩემი აზრით, იდეალური მამაკაცი – ქმარი, მეგობარი, ძმა და საყვარელია, თუმცა ჯერ არ ვიცი, ასეთი სად ვიპოვო.
2. ჩემთვის ბედნიერებაა იმდენი ფული, რომ ყოველ საღამოს ძვირფას პეჩენიებთან ერთად ჩაის დალევა შემეძლოს და მაგიდაზე აუცილებლად იდგას ახალი ყვავილები. ეს იმას ნიშნავს, რომ ან მე უნდა გამოვიმუშავებდე კარგად, ან ჩემი საყვარელი.
3. როდესაც მთელი სულით გინდა საყვარელ ადამიანს მოეფერო, მაშინაც კი, თუ ის გაუპარსავია – ეს არის სიყვარული, როდესაც პატიობ, ელოდები და ცდილობ, იყო უკეთესი.
4. საკმარისია მე მაჩუქო ღიმილი და მეც საპასუხოდ გავიღიმებ. როდესაც ჩვენ ვუღიმით ადამიანს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მასზე ცუდს არ ვფიქრობთ.
5. გაბედე და ქალს უთხარი, რომ ის არ არის ჭკვიანი! მამაკცები სულელები არ არიან, როგორც ბევრს უნდა, რომ იფიქროს. ისინი უბრალოდ განსხვავებულები არიან.
6. რესპექტაბელური ბაბუინის ალტერნატივაზე კუნძულზე მამაკაცის გარეშე შეიძლება ცხოვრება.
7. მამაკაცთან კამათის დროს ქალმა თავის დროზე უნდა იცოდეს პირის მოკეტვა.
8. 8 მარტი საჭიროა, რომ ვნახოთ, რამდენ ტიტას მოგართმევთ მამაკაცი. სამმაგი ფასით იზომება “შეუზღუდავი” მამაკაცის სიყვარული. კარგია, თუ ამ დღეს არა მხოლოდ ყვავილებს გაჩუქებთ, მალევე ხელსაც გთხოვთ.

ელენა ბრაჟჩუკი, 30 წლის – “მამაკაცების გარეშე არანაირად”

1.რომ არ სვამდეს, არ ეწეოდეს და ყვავილებს სულ მჩუქნიდეს – აი ეს არის ყველა ქალისთვის იდეალური მამაკაცი. იდეალურია, როდესაც მასში ნაკლოვანებებს ვერ ხედავ.
2. ფული ბედნიერებისთვის? მთავარია, ვისთან ერთად დახარჯავ, თუმცა კი იძახიან, რომ ბედნიერება ფულში არ არის. შესაძლებელია, იყო ღარიბი და ბედნიერი? მე არ მჯერა.
3. დამოკიდებულება გრძნობების მიმართ ყოველწლიურად იზომება. მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა – შევხვდი მამაკაცს, რომელთანაც ახალგაზრდობაში დიდი სიყვარული მაკავშირებდა. მერე ორივეს ჩვენი შვილები და ოჯახი გვყავდა. ვიღაც განსჯის, თუმცა განა შეიძლება, იცხოვრო ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს?
4. დღესასწაულზე საყვარელი მამაკაცისგან გამიხარდებოდა ღამის წითელი თეთრეული, ყვავილები, თავისთავად.
5. ამაყი ქალბატონი არადროს დაანახვებს მამაკაცს უპირატესობას, რადგან ის ამის შემდეგ თავს სრულყოფილად ვერ იგრძნობს. ასე რომ, არსებობენ ჭკვიანი ქალები და პირიქით – მამაკაცები.
6. კუნძული მამაკაცების გარეშე ჩემთვის არ არის!
7. ქალი უნდა იყოს შამპუნივით სამი ერთში.
8. 8 მარტი ეს დამატებითი დღესასწაულია.

რენატე ვაინოლა, 40 წლის – “მამაკაცის გარეშე შემიძლია”

1. იდეალური მამაკაცი – ეს არის გრძნობდე საკუთარ „მე“-ს. ის შესაძლოა არ იყოს იდეალური, მაგრამ შენ გრძნობდე, რომ შენია.
2. ბედნიერებისთვის საჭიროა იმდენი ფული, რომ თავდაჯერებული იყო.
3. სიყვარული შევიგრძენი 120 მეტრის დაშორებით. მანამდე მას არ ვიცნობდი. შენ თუ კანკალებ მის დანახვაზე, სუნთქვა გეკვრის და გინდება სიცილიც და ტირილიც, – აი ეს არის სიყვარული.
4. ჩემი გაღიმება ძალიან ადვილია – ახალი ანეკდოტი მომიყევი.
5. ქალები ჭკვიანები არიან, რადგან ამ საკითხზე უფრო ნაკლებად ფიქრობენ.
6. კუნძულზე მამაკაცის გარეშე შევძლებდი ცხოვრებას, რადგან დმაოუკიდებელი ვარ. ჩემთვის უბრალოდ საკმარისია წიგნები და ძაღლი.
7. თუ ქალს თავი ლამაზმანად მიაჩნია, მაშინ ის ყოველთვის უნდა სტუმრობდეს სილამაზის სალონებს, ხოლო თუ ის ფიქრობს, რომ ჭკვიანია, მაშინ კარგად უნდა ერკვეოდეს ლიტერატურასა და კომპიუტერში.
8. 8 მარტი ქალთა ფორმალური საერთაშორისო დღეა. მისი წყალობით მამაკაცებმა ქალების მიმართ ინიციატივის გამოვლენა დაიწყეს.

ალლა დოლინსკაია, 50 წლის – “ჩემი მეუღლე საუკეთესოა”

1. იდეალური მამაკაცი ჩემი მეუღლეა. ის არ სვამს, არ ეწევა, მოაქვს ფული და სახლში ყველაფრის გაკეთება შეუძლია.
2. ბედნიერებისთვის საჭიროა ცოტა ფული, მთავარია, ვინმე იყოს, ვისთანაც და ვისთვისაც დახარჯავთ.
3. სლავებს აქვთ ასეთი გამოთქმა: “არ მიყვარს, თუმცა ვნანობ”. ჩემთვის სიყვარულია – თუ ვნანობ, ესე იგი, მიყვარს.
4. რომ გავიღიმო, მჭირდება სიურპრიზი.
5. სხვადასხვა სიტუაციაში ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად გამოავლენენ სიჭკვიანეს.
6. ეს ხასიათზეა დამოკიდებული. ხანდახან მგონია, რომ ვერც ერთი წუთი ვერ გავძლებ მამაკაცის გარეშე.
7. ქალს უნდა ეხერხებოდეს ყველაფრის კეთება, რისი გაკეთებაც მამაკაცს შეუძლია.
8. 8 მარტი საჭიროა, რომ მამაკაცებს ვახსოვდეთ.

ოლგა ვასილჩუკი, 60 წლის – “საჩუქრად ბურღი”

1. მე ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს გვერდით იდეალური მამაკაცია – ჭკვიანი, მზრუნველი, ლამაზი და განათლებული. მე ყველა ქალბატონს ვუსურვებ ასეთ მეუღლეს.
2. სტუდენტობის დროს ძალიან ცოტა ფული მქონდა. როდესაც რაღაც მინდოდა, არ მქონდა. ახლა უკვე არაფერი მინდება.
3. სიყვარულია, როდესაც იმ ადამიანის გარეშე სუნთქვაც არ შეგიძლია.
4. კარგი შეკითხვაა – რა უნდა მაჩუქონ, რომ გავიღიმო ? ერთხელ ჩემმა მეუღლემ ელექტროსაბურღი მაჩუქა და ჩვენ ამაზე დიდხანს ვიცინეთ.
5. ვინ არის უფრო ჭკვიანი? რა თქმა უნდა – ქალი!.
6. ცხოვრება კუნძულზე მამაკაცის გარეშე? ადრე ალბათ ვიტყოდი, რომ ვერ შევძლებდი, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ კი, შემიძლია.
7. მე არ შემიძლია შეშის დახერხვა, თუმცა ნატურის გამოცვლა, ტელეფონის შეკეთება, ლურსმნის დაჭედვა შემიძლია.
8. 8 მარტი საჭიროა, რომ მამაკაცებმა დემონსტრაცია გააკეთონ, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ.

ზოია ბაშენკო, 70 წლის – “გვაჩუქეთ ჩვენ მსოფლიო”

1. ყველა ქალბატონის ოცნება კულტურული მამაკაცი. ასეთი იყო ჩემი მეუღლე – კარგად აღზრდილი.
2 . დამიჯერეთ, ფული დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. სიმდიდრე – ოჯახში კარგი ურთიერთობაა.
3. მიჩვევა უფრო ბევრს ნიშნავს, ვიდრე სიყვარული.
4. მე მინდა ყველა მამკაცს მივმართო: “გვაჩუქეთ მსოფლიო”.
5 . ჩემი მეუღლე ჩემზე ჭკვიანი იყო.
6. კუნძულზე მამაკაცის გარეშე ვერ გავძლებდი. მამაკაცი ეს მხარდაჭერაა.
7. ქალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში.
8. 8 მარტი დემონსტრაციაა, რისი გამკეთებლები არიან მამაკაცები.

80 წლის – “ოღონდ სახელის გარეშე”

1. იდეალური მამაკაცი ბევრს მუშაობს და მისთვის საინტერესოა მეუღლესთან ერთად ყოფნა.
2. ფული იმდენი უნდა გქონდეთ, რომ გეყოთ კვებაზე და ასევე გადასადებად.
3. სიყვარული თბილი ურთიერთობებია ადამიანებს შორის.
4. გავიღიმებ მაშინ, როდესაც ჩემი მეზობელი ვაშლის ტოტს მოჭრის, რომელიც ჩემს გარგარს ედება. შემპირდა, რომ ამას 8 მარტს გააკეთებს.
5. რომელი უფრო ჭკვიანია? ალბათ გააჩნია სიტუაციას.
6. კუნძულზე მამაკაცის გარეშე 100 წელი შევძლებდი ცხოვრებას.
7. ქალს უნდა შეეძლოს გემრილელი კერძების მომზადება.
8. 8 მარტი დღეა, როდესაც მეგობრებს უნდა შეხვდე, ღვინო დალიო და, რა თქმა უნდა, მამაკაცები განიხილო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები