საგაზაფხულო ფესტივალი – „წიგნი და მუსიკა“ გაიმართება
22-დან 24 მაისის ჩათვლით, თბილისის „ივენთ ჰოლში“ საგაზაფხულო ფესტივალი – „წიგნი და მუსიკა“ გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობენ: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „ქარჩხაძის გამომცემლობა“, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, „ლოგოს პრესი“, “რუსთაველის 16”, „არეტე“, ლიტერატურის მუზეუმი, წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა“, „ბუქსითი“ და სხვა. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს „ივენთ ჰოლში“ დახვდებათ უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი, არნახული ფასდაკლება წიგნებზე, საჯარო ლექციები ლიტერატურაზე, ახალი წიგნების პრეზენტაციები და ცოცხალი მუსიკა ყველასთვის საყვარელი არტისტების შესრულებით. ფესტივალის მხარდამჭერია ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“. დასწრება თავისუფალია.