ნინა სუბლატმა “ევროვიზიის” პირველი ტური წარმატებით გადალახა – ვიდეო
ქართველმა მომღერალმა, ნინა სუბლატმა, რომელიც 2015 წლის ევროვიზიის ფესტივალში საქართველოს წარმოადგენს, პირველი ტური წარმატებით გაიარა და საუკეთესო ათეულში მოხვდა.
მომღერალი ევროპელი მსმენელის წინაშე ბოლო, მე-16 ნომრად საკონკურსო სიმღერით Warrior წარდგა.
ნახევარფინალური ტურის გამარჯვებულები ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად (50%/50%) გამოავლინეს.
ევროვიზიის მე-60 კონკურსს ავსტრიის დედაქალაქი ვენა მასპინძლობს.
რაც შეეხება კონკურსის მომდევნო ეტაპს, მეორე ნახევარფინალი 21 მაისს გაიმართება.
ევროვიზიის კონკურსის წესის შესაბამისად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნისა და „დიდი ხუთეულის“ (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია) წარმომადგენლები.
ფინალი 23 მაისს შედგება.