მიხეილ გიორგაძე გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო, რომელიც კულტურათაშორისი დიალოგის მე-3 მსოფლიო ფორუმის ფარგლებში ბაქოში გაიმართა. აზერბაიჯანის კონსერვატორიაში გორის ქალთა კამერულმა გუნდმა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა. მიხეილ გიორგაძე ბაქოში კულტურათაშორისი დიალოგის მე-3 მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პატრონაჟით იმართება. ფორუმის მთავარი თემაა „კულტურა და მდგრადი განვითარება 2015 წლის შემდგომ პერიოდში“. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი სტუმრობს. კულტურათაშორისი დიალოგის მე-3 მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე მინისტერიალსაც დაესწრება, რომელშიც 21-ზე მეტი ქვეყნის კულტურის მინისტრია ჩართული. ღონისძიებას ესწრებიან მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გაეროსა და დიპლომატიური მისიის წევრები.