ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდა

აჭარაში, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდა. როგორც “კვირას” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბების მისასვლელებთან ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების გამო, 19 მაისის 08:00 საათიდან 29 მაისის 10:00 საათამდე მარჯვენა გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა მარცხენა გვირაბში ორმხრივი მიმართულებით განხორციელდება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 23 აპრილს შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები