პრემიერ-მინისტრმა არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გამოითქვა იმედი, რომ 19 მაისს თბილისში დაგეგმილი ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნესწრეების დაახლოებას და ახალი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში მაღალი რანგის სტუმრები და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები შედიან, ეკონომიკის მინისტრი სულთან ბის საედ ალ მანსური ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები