მიხეილ სააკაშვილის პროცესი 2 ივნისს გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესი 2 ივნისს გადაიდო. საუბარია რვა მილიონი ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნული საქმის ერთ-ერთი ეპიზოდია ექსპრეზიდენტისთვის პიჯაკების შეძენის საკითხი.
სასამართლოს დღევანდელ პროცესს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსიც დაესწრო. პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს.
„მათ არ მოსწონთ, რომ დაცვის მხარემ მტკიცებულებად წარადგინა სენატორ ჯონ მაკკეინის და კონგრესმენი მაიკ ტერნერის წერილები ინტერპოლის მისამართით, სადაც აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი ფიგურები აცხადებენ, რომ საქართველოში არ არის დაცული სამართლიანი სასმართლოს ფუნდამენტური უფლება, კანონის უზენაესობა და მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მიმდინარეობს ცალსახად შერჩევითი სამართალი“,- განაცხადა ოთო კახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები