გურჯაანში ნაცემი 1 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

გურჯაანში ნაცემი 1 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც მისი მკურნალი ექიმი აცხადებს, ბავშვს აქვს დაზიანება თავის ტვინზე, ასევე დაჟეჟილობა მთელს სხეულზე.
მეორე დაშავებულმა – ორწელიწადნახევრის ბიჭმა მიიღო ტვინის შერყევა და სხეულის დაჟეჟილობა. მესამე დაზარალებული – 4 წლის ბიჭი გურჯაანის საავადმყოფოში რჩება. მისი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. სოციალური მუშაკის თქმით, მას შემდეგ, რაც ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდება, მათ მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩასვამენ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ გურჯაანში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ბავშვები სასტიკად სცემა, უკვე დაკავებულია. ის წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი. მისთვის ორი ბავშვი მისი გერია, ერთი კი – შვილი. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები