რუსთავში მომხდარი საზარელი მკვლელობისთვის გარდაცვლილის კლასელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაადგინეს, რომელიც რუსთავში მცხოვრები 1992 წელს დაბადებული გიორგი მ. აღმოჩნდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მ-მ საკუთარ თანაკლასელს, 1992 წელს დაბადებულ გვანცა კ-ს, ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გიორგი მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, კისრის არეში მიყენებული ჭრილობებით, მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები