რუსთავში მამაკაცმა გოგონას ყელი გამოჭრა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა შეყვარებულ გოგონას ყელი გამოჭრა. გოგონა მიყენებული ჭრილობისგან ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარს შსს-ში ადასტურებენ. როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია საქმე სსკ 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.