ოზურგეთში საფლავები გაძარცვეს

წუხელ უცნობმა პირებმა სოფელ გურიაში, ოზურგეთში რამდენიმე საფლავი გაძარცვეს. მომხდარი ადგილობრივებმა დღეს დილით შეიტყვეს. მათი თქმით, საფლავები დაზიანებული და გაძარცულია. დამტვრეულია ლარნაკები, მოაჯირები და საფლავის ქვები. მოსახლეობა მომხდარზე სასწრაფო გამოძიებას ითხოვს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 258-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საფლავის ძეგლის, ან მისი სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა, ან დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები