სიღნაღში მოქალაქემ არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონულ სამმართველოში სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის მკვიდრმა, 1930 წელს დაბადებულმა გივი ო-მ წარმოადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: ქარხნული წესით დამზადებული, „მაკაროვის“ სისტემის 2 პისტოლეტი, „სტეჩკინის“ ტიპის „ა-პე-ეს“-ის კონსტრუქციის 1 პისტოლეტი მაყუჩით და კონდახით, 7 მჭიდი და 20 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, წარმოდგენილი იარაღი და საბრძოლო მასალა სროლისთვის ვარგისია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები