ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატების შემოტანის ორი ფაქტი გამოვლინდა
სადახლოზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატების შემოტანის ორი ფაქტი გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო – გამშვები პუნქტის ,,სადახლო-საავტომობილოს” ტერიტორიაზე სომხეთიდან საქართველოს მოქალაქე ლ.გ. შემოვიდა, რომელსაც პირადი დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი, 200 აბი პირალგინი (კოდეინის ფუძე მარილის შემცველობით) აღმოაჩნდა.
ამავე დღეს, სგპ ,,სადახლო-საავტომობილოს” ტერიტორაზე მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი, 30 აბი პირალგინი სომხეთიდან შემომავალ, საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ზ.გ-ს აღმოუჩინეს.
საქმეთა მასალები შსს-ს საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.