ფალიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ფაქტი „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. წინასწარი ინფორმაციით, 20 წლის ბიჭს ჭრილობა დანით მიაყენეს.
ამ დროისთვის, სხვა დეტალები უცნობია.