ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა განახლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა განახლდა. სასამართლო პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომა სწორედ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვით გრძელდება.
ადვოკატების განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლად ცნობას მოითხოვს. საქმის ერთ-ერთმა პროკურორის, ნინო აღლემაშვილის განცხადებით, თუ დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს, ბრალდების მხარე ამას აუცილებლად დაუპირისპირდება. პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ბრალდებულები პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდნენ. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატის, ლევან სამუშიას განაცხადებით, შესაძლოა, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობაც დააყენონ. საქალაქო სასამართლოში, დახურული პროცესის პარალელურად, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები არიან მისულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები