ირაკლი ოქრუაშვილი: თინა ხიდაშელი ზოგიერთ წინამორბედ მინისტრ მამაკაცს ერთად აღებულს ბევრად ჯობია

„ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უწყებას ბოლო ათწლეულებში იმდენი “მარქშეიდერი” მამაკაცი ხელმძღვანელობდა, რომ თინა მათ ფონზე უდაოდ პროფესიონალი იქნება“, – ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თინა ხიდაშელის ახალ თანამდებობას.
როგორც ირაკლი ოქრუაშვილი აღნიშნავს, თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი თინა ხიდაშელი მის ზოგიერთ წინამორბედ მინისტრ მამაკაცს ერთად აღებულს ბევრად ჯობია.
„ოდნავ დაგვიანებული ორიოდე სიტყვა თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით.
ბოლო დღეებში ხშირად მესმოდა ირონიული შეფასებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება თავდაცვის უწყებას ქალი ხელმძღვანელობდეს, აღარაფერს ვამბობ იმ მოქილიკეებზე, რომლებიც „რესპუბლიკელის“ დანიშვნას აპროტესტებდნენ. ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უწყებას ბოლო ათწლეულებში იმდენი “მარქშეიდერი” მამაკაცი ხელმძღვანელობდა, რომ თინა მათ ფონზე უდავოდ პროფესიონალი იქნება. მეორე, მის ზოგიერთ წინამორბედ მინისტრ მამაკაცს ერთად აღებულს ბევრად ჯობია (განსაკუთრებით გამბედაობაში, სიტყვა კაცობას არ ვიხმარ). წარმატებები…
P.S. ყველაზე კომიკურად მისი “ენაწყლიანი” წინამორბედის კრიტიკა ჩანდა, რომელსაც აგური აგურზე არ დაუდია ჯარის მშენებლობისთვის, ან როგორ დადებდა 36-მილიონიანი თავდაცვის ბიუჯეტის ფონზე”. – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები