ოთარ ჩრდილელი: დაგეძებ და ვერ გპოულობ, ნეტავ, სადა ხარ…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ორგანიზაცია NDI-ს კვლევებს სარკაზმულად ეხმაურება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. ოთარ ჩრდილელი ეძებს პიროვნებას. თუნდაც საქართველოს ერთ მოქალაქეს, რომელმაც ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებში მონაწილეობა მიიღო.
„მთელი ფეისბუქი, ვეძებთ მხოლოდ იმ ერთს… მეტიც, ერთადერთ ადამიანს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა NDI-ს გამოკითხვაში… დაგეძებ და ვერ გპოულობ, ნეტავ, სადა ხარ…“ – წერს ოთარ ჩრდილელი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ორგანიზაცია NDI-მ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებზე კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები