ლადო სადღობელაშვილი: რატომ უნდა აგოს პასუხი მაგ კრიმინალების გამო დღევანდელმა მთავრობამ?

ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი  სტრასბურგის სასამართლოს მიერ,  საქართველოსთვის 33 500 ევროს დაკისრების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„როგორც  ქართული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ, „იდენტობის“ სარჩელის გამო  სტრასბურგის სასამართლომ  საქართველოს 17 მაისის მოვლენების გამო 33  500 ევრო  დააკისრა.
რისი თქმა შეიძლება… ქართველი რომ ქართველისთვის ყველაზე დიდი მტერია, ეს უკვე  დიდი ხანია ცნობილი ამბავია, მაგრამ  ერთი კითხვა მაინც  მაწუხებს, ასე  რამ გაამწარა „იდენტობა“ და მისი მესვეურები საქართველოზე და ქართველ ხალხზე, რომ საკუთარ ქვეყანას უჩივიან და თანაც 33 500 ევროს გადახდას აკისრებენ მათი სარჩელის გამო. შეგახსენებთ, რომ ეს ფული თოთოეული ჩვენგანის ჯიბიდანაა გადასახდელი  და  თუ „იდენტობას“ დიდი გრანტები აქვს, ჩვენს ხალხს და საზოგადოებას არ აქვს   სქელი ჯიბე. წესით, „იდენტობას “ უნდა რცხვენოდეს ისედაც გაჭირვებული ქვეყნისა და ხალხისთვის  ფულის წაგლეჯვაზე რომ მუშაობს.
P.S. აბა, ერთი გამახსენეთ,  2012 წლის 17 მაისს ვინ იყო ერთადერთი და სრულუფლებიანი ხელისუფალი?!- “ნაციონალები”.
რატომ უნდა აგოს პასუხი მაგ კრიმინალების გამო დღევანდელმა მთავრობამ?“-, წერს სადღობელაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები