ნიკოლოზ მჟავანაძე: თუ დასავლეთი კვლავაც გააგრძელებს სააკაშვილის მხარდაჭერას, ევრაზიულ კავშირში შემსვლელთა რაოდენობა 80%-ს მიაღწევს

„უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მიიჩნევს, რომ იმის მიზეზი, თუ რატომ გაიზარდა ანტიდასავლური განწყობები და რატომ აჩვენა NDI-ის გამოკითხვებმა 31 პროცენტი ევრაზიულ კავშირში გაერთიანების, თავად დასავლეთის მიერ არათანამიმდევრული პოზიციების დაფიქსირებაშია.  მისივე შეფასებით, თუ დასავლეთი კვლავაც გააგრძლებს სააკაშვილის მხარდაჭერას, რამდენიმე თვეში ევრაზიულ კავშირში შემსვლელთა რაოდენობა 80 პროცენტს მიაღწევს.

აი მიზეზები, თუ რატომაცაა ანტიდასავლური განწყობები:

1. დასავლეთი აქტიურად მხარს უჭერდა 9 წლის მანძილზე საქართველოში სააკაშვილის დიქტატორულ რეჟიმს.

2. ხმას არ იღებდა იმ უკანონობობზე, რაც ხდებოდა საქართველოში – უკანონო დაპატიმრებები, ქუჩაში დახვრეტები, ქონების და ბიზნესის წართმევები, კერძო საკუთრების და მედიის ტერორი.

3. დასავლური ინსტიტუტების – NDI-ს, IRI-ს და სხვა ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც ასევე დასავლეთიდან ფინანსდებოდნენ, 9 წლის მანძილზე ყალბდებოდა არჩევნები ეგზიტპოლებისა და კვლევების შედეგად, რათა ხელისუფლებაში სააკაშვილი დარჩენილიყო.

4. დასავლეთიდან აქტიურად ფინანსდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციები საია, სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭირვალობა და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის განმტკიცებას ემსახურებოდნენ იმით, რომ არაფერს საუბრობდნენ ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევებზე.

5. დასავლეთმა ხმა არ აღიმაღლა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებებზე, გარკვეული ზეგავლენა მოეხდინათ სააკაშვილის რეჟიმზე და პირიქით, მათ რეჟიმს დემოკრატიის შუქურა უწოდეს და არცერთხელ ხაზი არ გაუსვეს იმ დახვრეტებს, ციხეებში პატიმრების წამებებს, რომლებიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

6. არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საომარ მოქმდებებში ჩართვა 2008 წელს არ იყო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება და ეს იყო დასავლეთის გარკვეული ძალების დაკვეთა, სააკაშვილი არც ისეთი გიჟია, ომი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ დაეწყო

7. 2012 წლის არჩევნების შემდგომ დასავლეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ დღევანდელ ხელისუფლებას, დაივიწყონ წარსული და ხელი აიღონ სამართლიანობის აღდგენაზე.

8. ევროპარლამენტის წევრები, სხვადასხვა მისიები და საქართველოში უცხო ქვეყნის საელჩოები სისტემატურად ნახულობენ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, რასაც ადრე არ აკეთებდნენ და არავის ახსოვს მათი ვიზიტები პოლიტპატიმრებთან და მოუწოდებენ ხელისუფლებას, ნუ იყენებენ სასამართლოს და სამართალდამცავ სტრუქტურებს პოლიტიკური ნიშნით.

9. დასავლეთმა თვალი დახუჭა და არანაირი სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ 28 000 ფაილის აღმოჩენას, რომელიც წინა ხელისუფლებამ შექმნა და ეხებოდა პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებს.

10. დასავლეთი და აშშ დღესაც აქტიურად მხარს უჭერს დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებს, რაც გამოიხატება სააკაშვილის აშშ-ს სენატში და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებში ვიზიტებით და მოწოდებით ხელისუფლების მიმართ, ვითანამშრომლოთ იმ ხალხთან, ვინც უმძიმეს დანაშაულებებშია ბრალდებული.

11. დასავლეთი არ აპირებს გადმოცემას ყოფილი ხელისუფლების წევრების, მათ შორის სააკაშვილის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიერ იძებნებიან.

12. დასავლეთის გარკვეული ძალების მითითებით დღეს უკრაინაში ინიშნებიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა მიმართაც გამოძიება დაწყებულია და ბევრიც იძებნება, რაც უკიდურესად არამეგობრულ ჟესტს წარმოადგენს.

13. დასავლეთის გარკვეული წრეები საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად მიჩნევენ საქართველოს ეკლესიას და აფინანსებენ ჯგუფებს, აწარმოონ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა.

14. დასავლეთი აქტიურად ცდილობს საქართველოში წავიდეს ის პროცესები, რომელიც საბოლოოდ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებით დასრულდება.

15. დასავლეთის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, ურთიერთობა ჰქონდეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან და პოლიტიკურ პარტიასთან, რომლებიც ლიბერალური ღირებულებების მიმდევრები არიან და მათი იმტერესების გამომხატველნი, რითაც იგნორირებას უკეთებს დანარჩენ სპექტრს საზოგადოებისა.

16. დღესაც დასავლეთის გარკვეული წრეები ზეწოლას ახორციელებენ ხელისუფლებაზე და მინისტრებად ისეთი პირებს ნიშნავენ, რომლებიც მათთვის მისაღებია, რითაც უხეშად ერევიან უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები