გიორგი ლაფერაშვილი: ის, რაც ახლა ჩემს ტელეფონზე, ფეისბუქზე, მესინჯერში ხდება, მაოცებს

რა მაგარია, რომ ამ პატარა ადამიანებმა უკვე ამდენი ხალხის გახარება შეძლეს, – ასე ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი სამი ტყუპის შეძენას. როგორც ლაფერაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ის, რაც ახლა მის ტელეფონზე, ფეისბუქზე, მესინჯერში ხდება, აოცებს და სიხარულის გრძნობას კიდევ უფრო უმძაფრებს.
„სიტყვები არ მყოფნის და ემოციებს თავს ვერ ვუყრი. ნიკო, ელენე და სანდრო უკვე ყველამ გაიცანით, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება ჩემს ტელეფონზე, ფეისბუქზე, მესინჯერში და ასე შემდეგ- ცალკე მაოცებს, მამუნჯებს და კიდევ უფრო მიმძაფრებს ამ გრძნობას. ძალიან დიდი მადლობა ყველას. რა მაგარია, რომ ამ პატარა ადამიანებმა უკვე ამდენი ხალხის გახარება შეძლეს. ამდენი კეთილი სურვილების მერე ზუსტად ვიცი, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, – წერს ლაფერაშვილი.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს გიორგი ლაფერაშვილს სამი ტყუპი შეეძინა. ახალშობილები 2 ბიჭი და 1 გოგოა – სანდრო, ნიკოლოზი და ელენე. დედაც და ბავშვებიც თავს კარგად გრძნობენ. მამრობითი სქესის ახალშობილების წონა 1კგ და 900 გრ-ია, მდედრობითისა კი – 2 კგ და 300 გრ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები