ამირან შალიკაშვილის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი პირველ საერთაშორისო ფესტივალს მართავს

საქართვლოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი, წელს დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს საქართველოში პირველი, პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალის ორგანიზატორი პანტომიმის თეტრთან ერთად თბილისის მერიის კულტურის სამსახურია. იდეის ავტორი – ამირან შალიკაშვილი (უმცროსია), რომელიც წლებია ამ სფეროში მოღვაწეობს და აგრძელებს მისი სახელოვანი მშობლების ტრადიციას.
მოგეხსენებათ, ჩარლი ჩაპლინისა და მარსელ მარსოს შემდეგ ამირან შალიკაშვილი ხელოვნების ამ სფეროს ერთადერთ გამგრძელებლად ითვლება მსოფლიოში, საკუთარი ინდივიდუალურობითა და ამ სფეროსათვის ნაკლებად დამახასიათებლი დრამტულობის განცდით. ფესტივალის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ის ახალგაზრდა მსახიობები, რომლებიც ეწვევიან საქართველოს (ფესტივალის ფარგლებში) გაიზიარონ მაესტროს ეს გამოცდილება და შეეცადონ არ დაკარგონ ის ტრადიცია, რომელიც თითქმის უკვე საუკუნის წინ ზემოთ ჩამოთვლილმა კორიფეებმა: ჩარლი ჩაპლინმა და მარსელ მარსომ ჩაუყარეს საფუძველი.
ფესტივალი 13 მაისს გაიხსნება და მასში მონაწილეობას ცნობილი პანტომიმის თეატრები და მსახიობები მიიღებენ. ასევე ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტრეკლასები.
ფესტივალის პროგრამა და მასტერკლასები. 13 მაისი – ფესტივალის გახსნა – „პერფომანსი“ ღია ცის ქვეშ. (თბილისის სახელმწიფო პანტომიმის თეატრის მსახიობები, ფესტივალის სტუმრები); 14 მაისი – იომი-ჟოზეფ მიშელ კაროუზერი (გერმანია); 15 მაისი – პანტომიმის სახელმწიფო თეატრი (საქართველო) „ჯვარცმული პოეტი“; 16 მაისი – მაკოტო ინოუ (იაპონია. კაბუკის თაეტრი); 17 მაისი – ერევნის სახელმწიფო პანტომიმის თეატრი; 18 მაისი – ფსევდოკიეზისი (საქართველო); „STOP AIDS“ ( საქართველო); გიორგი ოსეფაშვილი (საქართველო) მასტერკლასი; 19 მაისი – მოძრაობის თეატრი (საქართველო); 20 მაისი – ქუთაისის პანტომიმის თეატრი; გომურაშვილის „სხვენის თეატრი“; 21 მაისი – „სტუმარ- მასპინძელი“ (საქართველო); მარკოს სტოჟანოვიჩი (მსოფლიო მიმების ორგანიზაციის პრეზიდენტი)- მასტერკლასი; 22 მაისი – ფესტივალის დახურვა. ამირან შალიკაშვილი (საქართველო) საქართველოს პანტომიმის თეტრი.
ფესტივალი13 მაისს, პანტომიმის სახელმწიო თეატრის ეზოში გაიხსნება და მაყურებელს ორიგინალურ „პერფომანსს“ შესთავაზებს.

11253790_851457011570019_1847138947_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები