საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გერმანელ და ბრიტანელ ჟურნალისტებს შეხვდა

დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან დეა მეტრეველთან ერთად გერმანელ და ბრიტანელ ჟურნალისტებს შეხვდა.
საუბარი შეეხო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის მოსამზადებელ სამუშაოებს. უმსხვილესი ევროპული გამოცემების The Independent, Süddeutsche Zeitung, Die Zeit და Tageszeitung ლიტერატურის კრიტიკოსები და ჟურნალისტები თბილისს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით სტუმრობენ.
ვიზიტი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც მრავალსაუკუნოვანი, ასევე თანამედროვე კულტურის გაცნობასა და პოპულარიზაციას. ხუთდღიანი სპეციალური კულტურული პროგრამის ფარგლებში, უცხოელი ჟურნალისტები ქართველ მწერლებს, გამომცემლებს, კრიტიკოსებსა და ქართველ კოლეგებსაც შეხვდებიან; მოინახულებენ სახელოვნებო და სამეცნიერო ცენტრებს, მუზეუმებში დაცულ უნიკალურ კოლექციებს, მათ შორის ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებს, ეროვნულ გალერეას, მწერალთა სახლს, ლიტერატურის მუზეუმსა და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები