„თურქული სერიალების მოყვარულებისთვის საგამოძიებო კომისიის დასკვნა საინტერესო დოკუმენტია“

  ეროვნული კომისიის საქმიანობაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მომზადებული დასკვნა დეტექტიური რომანებისა და თურქული სერიალების მოყვარულებისთვისაც ძალიან საინტერესო დოკუმენტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის შეაფასებით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა მძიმეა. “ჩემი შთაბეჭდილება ის არის, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები და საკითხით დაინტერესებული პირები, არამედ დეტექტიური რომანების მოყვარული მკითხველი თუ გაეცნობა, დიდ სიამოვნებას მიიღებს. მეტიც, თურქული სერიალების მოყვარულებისთვისაც ძალიან საინტერესო დოკუმენტია, იმდენი ჩახლართული თემაა და იმდენი როლის შემსრულებელი ფიგურირებს, ჩვენი კოლეგებიც კი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტს დღეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა 200-გვერდიანი დოკუმენტი წარუდგინა. კომისიის დასკვნა რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები