ნათია ფანჯიკიძე მინისტრს მიმართავს – თინა ხიდაშელს მინდა ვუთხრა, დახუჭოს ყურები…

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოთერაპევტი ნათია ფანჯიკიძე თავდაცვის ახლად დანიშნულ მინისტრს თინა ხიდაშელს ურჩევს კრიტიკოსების მიერ მისი მისამართით ბოლო დროს გამოთქმულ შეფასებებს ნუ მუსმენს. “პატარა რომ ვიყავი, ჩემი ძმა ჩემზე ეჭვიანობდა. აბა რა იქნებოდა, დედა წავართვი, გამოვასახლე ოთახიდან. ხოდა, ამ არაცნობიერ უკმაყოფილებას ასე გამოხატავდა, – დამჩქმიტავდა ლოყებზე, მატკენდა, ამატირებდა და რომ ავტირდებოდი, ვეცოდებოდი, მხოლოდ ამგვარად გრძნობდა ჩემ მიმართ სიყვარულს. მერე მკოცნიდა და ნუ ტირიხარო, მეუბნებოდა. თანდათან სიყვარული ისწავლა და სულ მალე ტკენის და ჩქმეტის გარეშე ვუყვარდი. მას შემდეგ ჩემს ძმაზე ერთგული და თბილი მეგობარი მე არ მყავს. თინა ხიდაშელს მინდა ვუთხრა, დახუჭოს ყურები ცოტა ხანს, ანდა უკვე შეუძლია დახუჭულის გახელა. აქ, ჩვენში, ჯერ უნდა გაგსრისონ, ფეხით გთელონ, რომ მერე ადამიანური თანაგრძნობა იგრძნონ. გასრესა შედგა თინიკო, ახლა უკვე გადავხედე და თანამგრძნობთა გამოსვლები ჭარბობს. ასე იწყება ინფანტილურ საზოგადოებაში სიყვარული. გასული ხარ უკვე ფონს მოკლედ, შეუბერე, საქმეზე იფიქრე, ანუ იმაზე, რაც მთავარია. წარმატებები. P.S. პატიმრები არ დაგავიწყდეს. მაქვს შენი იმედი“,- წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები