საავტორო სიმღერის მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

12-დან 15 მაისის ჩათვლით თბილისში, საავტორო სიმღერის მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელიც გამარჯვების დღის 70-ე წლისთავს ეძღვნება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ოცზე მეტი აღიარებული ბარდი საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან, ისრაელიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან და ჩეხეთიდან.
12 და 13 მაისს კონცერტები გაიმართება ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მცირე სცენაზე. 14 მაისს კი გრიბოედოვის თეატრის დიდი სცენა დასკვნით გალაკონცერტს უმასპინძლებს, სადაც ფესტივალის ყველა მონაწილე იმღერებს და რომლის სპეციალური სტუმრები იქნებიან ირმა სოხაძე, ბესიკ კალანდაძე, თემო საჯაია და ირინა მეღვინეთუხუცესი. ყველა კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები