ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ფესტივალზე „მანჰეტენ ტრანსფერის“ კონცერტია დაგეგმილი

მრავალი GRAMMY-ის მფლობელი, ლეგენდარული, ამერიკული ვოკალური კვარტეტი „მანჰეტენ ტრანსფერი“ უკვე თბილისშია. დღეს, 12:30 საათზე, კულტურის სამინისტროში კვარტეტის წევრები ჩერილ ბენტაინი, იანის სიგელი, ალან პოლი და ტრისტ კურლესი გამართავენ პრესკონფერენციას ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ფესტივალთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც „მანჰეტენ ტრანსფერის“ კონცერტია დაგეგმილი.
პრესკონფერენციას ასევე გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე, კომპანია „მაგთიკომის“ საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო სურგულაძე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ ბიზნესგანვითარების მენეჯერი ოთარ ბერიშვილი. ფესტივალი დღეს იწყება და მსმენელს საინტერესო, მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. ფესტივალის იდეა ეფუძნება თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობას და გათვლილია ყველა ასაკისა და კულტურული ინტერესის მქონე მსმენელზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები