ქართველი მეცო-სოპრანო ნეაპოლის „სან-კარლოს“ თეატრის საქველმოქმედო სპექტაკლში მონაწილეობდა

ნეაპოლის „სან-კარლოს“ თეატრის საქველმოქმედო სპექტაკლში, რომელიც ნეპალში დაზარალებულებს მიეძღვნათ, ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე მონაწილეობდა. სპექტაკლ ვერდის „ლუიზა მილერში“ ნინო სურგულაძე ფედერიკას პარტიას ასრულებს, რომელიც მსოფლიოს ყველა დიდ მეცო-სოპრანოს აქვს შესრულებული.
სპექტაკლში მსოფლიო დონის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. ორკესტრს იტალიელი დირიჟორი დანიელი რუსტიონი დირიჟორობდა. კონცერტიდან შესული თანხა მთლიანად გადაირიცხა ნეპალში დაზარალებულებთა დასახმარებლად. ქართველი მეცო-სოპრანო ნეაპოლის „სან-კარლოს“ თეატრში კიდევ ერთ სპექტაკლში მიიღებს მონაწილეობას. როგორც ცნობილია, ნეპალში 7,9-ბალიანი მიწისძვრა 25 აპრილს მოხდა. სტიქიას 7 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 16 ათასზე მეტი კი დაშავდა. მილიონობით ადამიანი გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები