ლიტერატურულ სპეკტაკლი „მოძღვრის აღსარება“ გაიმართება

14 მაისს, 16:00 საათზე, ქვემო მაჩხაანის თეატრის სცენაზე ახმეტელის თეატრის დასი წარმოადგენს ლიტერატურულ სპექტაკლს „მოძღვრის აღსარება“. დეკანოზი პეტრეს (პეტრე კოლხი) პოეზია დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით კი მოზარდ თაობაში. პროგრესული განცხადებებით ცნობილი სასულიერო პირის ნააზრევს სოციალური ქსელის მეშვეობით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ეცნობა და ეხმაურება. მისი ლექსების მიხედვით იწერება სიმღერებიც. სატრფიალო ლექსები, ფილოსოფიური, რელიგიური და ბავშვობის დროინდელი ჩანაწერები, სოფლის მონატრება, დედის დარიგება – ეს ის თემებია, რომლებზეც დეკანოზი პეტრე წერს.
„ადრეც იყო მცდელობა, რომ ჩემს ლექსებზე დადგმულიყო სპექტაკლი, მაგრამ ახმეტელის თეატრი პირველია, ვინც ამ იდეის სისრულეში მოყვანა შეძლო, რაც მთავარია ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ და ჩემი ჩარევის გარეშე… ვნახოთ რა თვალით დამინახეს“, – ამბობს დეკანოზი პეტრე.
რეჟისორი ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი გოგიაა. ახმეტელის თეატრში განხორციელებულ სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მარინა ხარჩილავა, ბექნუ ქაფიანიძე, გიორგი გასვიანი, ჯამბაკურ ჯაფარიძე, ანდრია გველესიანი, გიგი მიგრიაული. პროექტი ხორციელდება კავკასიური სახლისა და ახმეტელის თეატრის მხარდაჭერით. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია: „სამოქალაქო ინიციატივა – Civic Intiative“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები