ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას დაარსების 1 წელი მიულოცა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ხელმძღვანელს ალექსანდრე ზახარჩენკოს რესპუბლიკის დაარსებიდან 1 წლის იუბილე მიულოცა. „ნოვოროსიის თავისუფლების მოყვარული ხალხის ბრძოლა თვითგამორკვევისთვის სამხრეთ ოსების გულებში სიმპატიას იწვევს. თქვენი სიმამაცე და გმირობა ჩვენ აღგვფრთოვანებს. გვჯერა, რომ თქვენი სამართლიანი ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება“, – წერს თიბილოვი.
მისი თქმით, მოხალისეები სამხრეთ ოსეთიდან აქტიურად მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ კი ე.წ. სამხრეთ ოსეთმა დონეცკში და ლუგანსკში წარმომადგენლობები გახსნა. თიბილოვმა ზახარჩენკოს მშვიდობა და აღმშენებლობა უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები