უწყებათშორისი კომისია გასტროლების დროს სპეციალურ რეგულაციებს შეიმუშავებს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში დასვენებული ბავშვების მშობლებს მიუსამძიმრა.
როგორც მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ძალიან სამწუხაროა, რომ სწორედ ასეთი შემზარავი ფაქტის შემდეგ უწევს შესაბამის სამინისტროებს სპეციალურ რეგულაციებზე მუშაობის დაწყება. მიხეილ გიორგაძის განცხადებით, დღესვე შეიქმნება უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეიმუშავებს გასტროლების დროს სპეციალურ რეგულაციებს, თუ რა წესების დაცვით უნდა მოხდეს ბავშვების, არასრულწლოვნების გასტროლებზე წაყვანა და სასტუმროებში დაბინავება. გიორგაძის განცხადებით, უწყებათშორის კომისიაში, რომელიც დღეს შეიქმნება, შევლენ კულტურის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მინისტრმა გარდაცვლილ ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები