უნიკალური ავეჯისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა
დღეს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში კერძო კოლექციებში დაცული უნიკალური ავეჯისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა გაიხსნება. გამოფენა „არტ-დეკორ სალონის“ ორგანიზებით იმართება. გამოფენა 18 მაისამდე გაგრძელდება.