კონსერვატორიის დიდ დარბაზში გალაკონცერტი გაიმართება
11 მაისს, 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება გალაკონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და თეატრის წამყვანი სოლისტები: თეიმურაზ გუგუშვილი, თეა დემურიშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, მარიკა მაჩიტიძე, ლეგი იმედაშვილი, ოთარ ჯორჯიკია, ირაკლი მურჯიკნელი. სპეციალურად ამ კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული სოპრანო ლიუბოვ სტუჩევსკაია და მოსკოვის „ნოვაია ოპერას“ წამყვანი სოლისტი მიხაილ გუბსკი. კონცერტს წარუძღვება ბელგიის სამეფო ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი დიმიტრი იუროვსკი. საღამოზე აჟღერდება ვერდის, პუჩინის, ლეონკავალოს, ჩილეას, ვაგნერის, შტრაუსის, რახმანინოვის, ჩაიკოვსკის და მუსორგსკის ნაწარმოებები.